saqarTvelos mdinareebi - Soroxevi

ტერიტორიული ერთეულები ყვარლის მუნიციპალიტეტი
სათავე კახეთის კავკასიონი 42°00`55` ჩ. გ. 46°01`39` ა. გ.
შესართავი ავანისხევი 41°51`12` ჩ. გ. 45°55`59` ა. გ.
სიგრძე 24 კმ
აუზის ფართობი 85 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 11,9 მ³/წმ

 

მდინარე საქართველოში, კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2295 მ სიმაღლეზე. ერთვის მდინარე ავანისხევს მარცხნიდან. სიგრძე 24 კმ, აუზის ფართობი 85 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა - ზამთარსა და ზაფხულში, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე. მდინარის ნაპირზეა სოფლები შოროხი, ახალსოფელი და სხვა. 2020 წელს სოფელ ბალღოჯიანსა და ახალსოფელში მდინარე შოროხევმა ადიდების შედეგად გაარღვია ნაპირი, რის შედეგადაც დაიტბორა სასოფლო სამეურნეო სავარგულები, ვენახები და მესაქონლეობის ფერმები.